ჩვენი ფერმის შესახებ
სოკოს კულტურის პოპულარიზება საქართველოში
"Enoki Farm" არის ადგილობრივად ოპერირებადი, გურმანული სოკოებისა და მიკოლოგიის კომპანია, რომელსაც საფუძვლად უდევს სერთიფიცირებული სათბურის სპეციალისტების და მიკოლოგიის ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილება, კონტროლირებად გარემოში მეურნეობის გამართვის გამოცდილება.
ჩვენი მისია მარტივია: სუფთა, მდგრადი და უმაღლესი ხარისხის სოკოს წარმოება — თანამედროვე ტექნოლოგიების, მწვანე ენერგიისა და უახლესი კულტივაციის ტექნიკის გამოყენებით.
ადგილობრივი წარმოება, ადგილობრივი ნედლეული
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო პროდუქტი იქმნება ახლოს მყოფი რესურსების გამოყენებით, ამიტომაც ვამზადებთ სუბსტრატებსა თუ სხვა ნედლეულს მაქსიმალურად ადგილობრივი პროდუქტებით, მხარს ვუჭერთ მცირე ფერმერებსა და ბიზნეს და ვცდილობთ მინიმალური ზეგავლენა ვიქონიოთ გარემოზე.
სერთიფიცირებული მიკოლოგების გამოცდილება
Enoki Farm-ში თითოეული კულტურა, სუბსტრატი და გროუ-კიტი იქმნება პროფესიონალური ლაბორატორიული მეთოდებით:
- სტერილური თხევადი კულტურისა და აგარის წარმოება
- გენეტიკურად შემოწმებული შტამები
- სუფთა ოთახის (clean-room) სამუშაო პროცესები
- სერთიფიცირებული მიკოლოგიური პრაქტიკები
ჩვენ ვაკონტროლებთ მთელ ციკლს — პეტრის ფინჯნიდან ნაყოფამდე
თანამედროვე სათბურის ტექნოლოგიები
როგორც სერთიფიცირებული სათბურის სპეციალისტები, ჩვენ ვაგებთ და ვმართავთ ენერგოეფექტურ კულტივაციის სისტემებს, რომლებიც მუშაობენ:
- ჭკვიან კლიმატ-კონტროლზე
- მდგრად და ეკონომიურ გათბობა/გაგრილების სისტემებზე
- ეკო-მეგობრულ ინფრასტრუქტურაზე
- წყლისა და ენერგიის მინიმალურ მოხმარებაზე
ეს გვაძლევს საშუალებას, სოკო ვაწარმოოთ ყველა სეზონზე და ამავდროულად გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა იყოს მინიმალური.
განახლებადი ენერგიები
ჩვენი ინფრასტრუქტურა აერთიანებს განახლებადი ენერგიის სხვადასხვა მიდგომას:
- თბოენერგიის აღდგენის სისტემები
- მზის ენერგია
- ნაკლებნარჩენიანი საწარმოო ციკლები
ჩვენ წარმოება პლანეტისა და ეკოლოგიის ფასი არ გვიღირს.
სოკო ყველასათვის
ჰობისტი, შეფი, გურმანი, პროფესიონალი მიკოლოგი თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე - Enoki Farm გთავაზობთ:
- ჰურმანულ (High Value) სოკოს ჯიშებს
- გამომშრალ სოკოს
- გროუ კიტებს
- თხევად, მარცვლოვან და აგარის კულტურებს
- ლაბორატორიის ინვენტარს
- სუბსტრატები
- პროფესიონალური სათბურის დონის და მიკოლოგიურ მხარდაჭერას
ყველაფერი რაც სოკოს გასაზრდელად არის საჭირო
ჩვენი პირობა
Enoki Farm დგას შემდეგ ღირებულებებზე:
- სუფთა, უსაფრთხო და სანდო პროდუქცია
- გამჭვირვალე წარმოების პროცესები
- მდგრადი თანამედროვე მეურნეობა
- ძლიერი ადგილობრივი ფესვები
- რეალური ექსპერტიზა — მოკლე გზების გარეშე
Enoki Farm — სადაც მეცნიერება ხვდება ბუნებას, და ხარისხი — მდგრადობას.
